ფოტო-კონკურსი "ჩემი მშვენიერი ლედი"

მიიღე მონაწილეობა კონკურსში! 8 მარტამდე, გამოაგზავნე შენი ფოტო, გახდი გამარჯვებული და მოიგე პრიზები!

კონკურსში მონაწილეობის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ.

სპონსორები და პრიზები:



teaavon.blog.com ფოტო-კონკურსისთვის "ჩემი მშვენიერი ლედი" საჩუქრად აწესებს შემდეგ პრიზებს:
I ადგილი: თავის მოვლის საშუალებების ნაკრები - ტანის ლოსიონი და შხაპის გელი სერიიდან "ნუში და რძე"
I I ადგილი: თავის მოვლის საშუალებების ნაკრები - ტანის სკრაბი და დუშ-გელი სერიიდან "მაცოცხლებელი ძალა"
I I I ადგილი: თავის მოვლის საშუალებების ნაკრები - აბაზანის ქაფი "შაქარყინული" და ტანის კრემი
გამომცემლობა "ლოგოს პრესი" ფოტო-კონკურსისთვის "ჩემი მშვენიერი ლედი" საჩუქრად აწესებს ხელნაკეთ, მინიატურულ სასაჩუქრე წიგნებს:
I ადგილი: წიგნი "წარმატების გზა" - ჰელენ ექსლის მარგალიტების წიგნების სერიიდან
II ადგილი: წიგნი "ბედნიერება მინდა გაჩუქო" - ჰელენ ექსლის მარგალიტების წიგნების სერიიდან
I I I ადგილი: წიგნი "სიყვარული გეწვია!" ჰელენ ექსლის მარგალიტების წიგნების სერიიდან

კონკურსში მონაწილეობის პირობები:



კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16-დან 55 წლამდე ასაკის ქალბატონებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ მხოლოდ ერთი ფოტო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ზომა: სიმაღლე - 480 პიქსელი, სიგანე - 360 პიქსელი.

დასაშვები ფორმატი: .gif; jpg; png; (სტატიკური).

ფოტოს შინაარსი თავისუფალია.

აუცილებელია, რომ კონკურსის მონაწილე თვითონ იყოს გამოსახული ფოტოზე.

ფოტოები უნდა გამოიგზავნოს ელ. მისამართზე contact@lady.ge;

აუცილებელია თემის ველში მიეთითოს კონკურსის სახელი: „ ჩემი მშვენიერი ლედი“, ხოლო წერილში თქვენი ასაკი, სახელი და გვარი.

ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 7 მარტი.

lady.ge ზე დაიდება სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფოტოები.

8 მარტიდან 31 მარტამდე, საიტის მომხმარებელი ფოტოებს ხუთბალიანი სისტემით შეაფასებს.

24 საათის განმავლობაში, ერთი IP მისამართიდან შესაძლებელია მხოლოდ ერთი ხმის მიცემა.

31 მარტს გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

გამარჯვებული გამოვლინდება ქულათა ჯამური რაოდენობის დათვლის შედეგად.

გამარჯვებულებს გადაეცემათ კონკურსის სპონსორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები.

 

ელექტრონული ფოსტა
@lady.ge
რეგისტრაცია