რობერტ პატისონის ცვილის ფიგურა
მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობის რობერტ პატისონის ცვილის ფიგურა მალე გამოჩნდება მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში.
ოსტატები ამჟამად დაკავებული არიან მსახიობის ზუსტი იერ-სახის შექმნით, რასაც ოთხი თვე დასჭირდება და მისი ღირებულება 230 ათასი დოლარი იქნება.
მუზეუმის თანამშრომლების განცხადებით, რობერტის ფიგურა აპრილისთვის მზად იქნება, როცა ეკრანებზე გამოვა ახალი ფილმი „ გახსოვდე“ მისი მონაწილეობით.
ფიგურა გამოიფინება ლონდონის ტიუსოს მუზეუმში ჯონი დეპის, კეიტ მოსის, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის გვერდით.
09.03.2010





-ის მიერ