ლოს-ანჟელესში გაიმართა ოსკარის დაჯილდოების 82-ე ცერემონია. ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა კეტრინ ბიგელოუ და მისი ფილმი „ქარიშხლის მბრძანებელი“. ის აღიარეს საუკეთესო რეჟისორად, ხოლო ფილმი „საუკეთესო ფილმად“.
„ქარიშხლის მბრძანებელის“ მთავარი კონკურენტი გახლდათ ჯეიმს კემერონის „ავატარი“, ყოფილი მეუღლეები -კეტრინი და ჯეიმსი იბრძოდნენ ოსკარისთვის. შედეგად გაიმარჯვა კეტრინ ბიგელოუმ და გახდა პირველი ქალი-რეჟისორი, რომელმაც ოსკარის ისტორიის მანძილზე პირველად დაიმსახურა ორი პრესტიჟული ჯილდო „საუკეთესო რეჟისორი“ და „საუკეთესო ფილმი“, სულ „ქარიშხლის მბრძანებელმა“ მიიღო ექვსი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ორიგინალური სცენარის, საუკეთესო მონტაჟის, ორი კი საუკეთესო გახმოვანებისთვის, „ავატარმა“ მხოლოდ სამი ოსკარი დაიმსახურა.
ნომინაციაში -„საუკეთესო მსახიობი ქალი“ ოსკარი მიიღო სანდრა ბალოკმა ფილმისთვის „უხილავი ნაპირი, ხოლო „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“-ჯეიმს ბრიჯესმა ფილმისთვის „შეშლილი გული“.
მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მსახიობი ქალი გახდა -მონიკი ფილმისთვის „გაიჭინთე“ და მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი-კრისტოფერ უოლცი ფილმისთვის „უსახელო ნაბიჭვრები“.
საუკეთესო ანიმაციურ ფილმად დაასახელეს „მფრინავი სახლი“.
საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი კი გახდა არგენტინული სურათი „საიდუმლო მის თვალებში“.





-ის მიერ