ისინი სამუდამოდ აღბეჭდავენ ყველა გოგონას ცხოვრების საუკეთესო მომენტს-ქორწილს.
საუკეთესო ფოტოების რეიტინგი შეადგინეს მსოფლიოს საუკეთესო ფოტორედაქტორებმა, ფოტოგრაფებმა, ქორწილის ორგანიზატორებმა.
Apertura
Apertura არის ფოტოგრაფების დუეტი, რომელიც ახდენს პირადი გამოცდილების, ოსტატობის და დოკუმენტური სტილის კომბინირებას.
დიდი ისტორიები იქმნება რეალური მომენტების და ემოციებისგან. Apertura ეს არის გასხვავებული ისტორიები, რომელთან თავისი უნიკალური გმირები ჰყავს.


Brett Butterstein Brett
თავისი კარიერა დაიწყო ფოტოკორესპონდენტის რანგში. მისი სიტყვებით, როცა არჩევანი გააკეთა საქორწინო სურათების სასარგებლოდ, ის ეძებდა მეტ შემოქმედებით თავისუფლებას. „ჩემი აზრით, ქორწილის ფოტოგრაფები წარმოადგენენ მხატვარ- დოკუმენტალისტებს-ამბობს ბრეტი. იგი კომერციულ მოგებას არ ეძებს, კლიენტები თავად პოულობენ მას, რადგან იციან, რომ მისი იერ-სახეები გამორჩეულია.


Del Sol Photography
Del Sol Photography -ეს არის Matt Adcock и Sol Tamargo საქორწინო ფოტოების სტუდია ატლანტიდან. ისინი მუშაობენ მხოლოდ იმ კლიენტებთან, რომლებსაც ნამდვილად სურთ დროის კარგად და მხიარულად გატარება ქორწილში. კლიენტები მათ ინტერნეტით პოულობენ, მიფრინავენ ათასობით კილომეტრზე, რათა პროფესიონალი ფოტოგრაფები დაიქირავონ. მათი ნამუშევარი გამოირჩევა თბილი ექსპერიმენტალური სტილით.


Amy Deputy
ემის უყვარს ცერემონიის მომზადების რიტუალი, სიმბოლოები. სიფრთხილით ეკიდება პირველ მომენტებს, როცა წყვილი ცოლ-ქმრად გამოცხადდება, უყვარს კოცნა, ცეკვები და ახალდაქორწინებულები.
ფოტოსესიის დაბალანსებისთვის დიდ ყურადღებას უთმობს მეგობრებს და ოჯახის ახლობლებს.


Brian Dorsey ფიქრობს, რომ ფოტოგრაფის მუშაობა შეუმჩნეველი უნდა იყოს, ამგვარად დააფიქსირებ დრამატულ, არამოჩვენებით პოზას, ახალგაზრდობის კმაყოფილების ფარულ მომენტს.
Brian-ს არ აინტერესებს ტრადიციული საქორწინო ფოტო. „ჩემ საქმეს ცერემონიის მაღლა არ ვაყენებს, მე უხილავი ვარ ნებისმიერ ადგილას, არც მინდა, რომ სტუმრებმა იცოდნენ, რომ ოფიციალური ფოტოგრაფი მე ვარ.


F8 Studio F8 Studio-ში მუშაობს სამი ფოტოგრაფი, რომელთაც თავისი სტილი გააჩნიათ. Kym Skiles სპეციალიზდება გამოყენებით ხელოვნებაში, Gary Donihoo და Huy Nguyen გააჩნიათ დიდი გამოცდილება დოკუმენტურ ჟანრში, ასევე მოგზაურობის ფოტოგადაღებაში. თითოეული მათგანი ცდილოს მუშაობისას მოერიდოს ბანალურ გაგებას და სიუჟეტებს.


Ann Hamilton
Ann იღებს არამარტო ადამიანების საქორწინო ფოტოებს. ზოგჯერ ადამიანები ქორწილს საყვარელ შინაურ ცხოველებსაც უწყობენ.
გოგონა ქმნის შესანიშნავ ნამუშევარს, თითოეული ქორწილი ჩემთვის ცალკე ისტორიაა, რომელსაც მე ვწერ, სამუშაოს ჟურნალისტივითი ვუდგები- ამბობს ის.

Anna Kuperberg
„საქორწინო ფოტოს გადაღების მთავარი სირთულე არის გადაიღო ნამდვილად სამახსოვრო სურათი.
ქორწილში ყველა ძალიან სიმპატიურია, ამიტომ ლამაზი სამუშაოს ჩატარება კარგი განათების და შემადგენლობისას რთული არ არის.
ქორწილის წინ ფოტოგრაფი დიდ დროს ატარებს წყვილთან, გამოიკითხავს მათ ინტერესებს, როგორ შეხვდნენ.
ეს საჭიროა რათა მოიძებნოს განსაკუთრებული აზრობრივი ხაზი , რომელიც თან გაყვება მთელი ცერემონიის ფოტოებს. თუმცა არავითარი დადგმა, ეს აბსოლუტური იმპროვიზაციაა.
ფოტოგრაფი იღებს ცხოველებსაც, დიდ ყურადღებას უთმობს ასევე ბავშვებს, რომელთა ერთი გამოხედვა დასრულებული სიუჟეტი, მთელი ისტორიაა. ის ქმნის ოჯახურ რელიქვიას, რომელიც მუდამ იქნება ოჯახში.


Jasmine Star Jasmine-ის ნამუშევარს სხვებისგან გამოარჩევს სიცილი. გოგონას აზრით სწორედ ეს რეაქცია ხსნის ქორწილის განწყობას.
ის არასდროს მიდის ღონისძიებაზე მკაცრად დაგეგმილი კადრებით, რადგან მოსწონს, როცა კადრი ბუნებრივად ვითარდება.
მის ფოტოებში არის ყველა ის ნაწილი, რომელიც ქმნის ცერემონიას, რომელიც შემდგომ ივსება მთელი ცხოვრების განმავლობაში.


Heather Waraksa Heather აღიარებს, რომ საქორწინო ბიზნესში შემთხვევით აღმოჩნდა: „ რამდენიმე ჩემი მეგობარი დაქორწინდა და მთხოვეს ქორწილის გადაღება, მათ რაიმე ტრადიციული არ სურდათ. შესაძლებლობა მქონდა ამერჩია ფოტოჟურნალისტიკას, პორტრეტულ სურათს, მოდას, სილამაზეს, ნატიურმორტს შორის.
მას შემდეგ ბევრი ადამიანი შემხვდა, რომელსაც სიახლის მიღება სურდათ.
Waraksa ძალიან აფასებს კლიენტების ნდობას, ძალიან მიყვარს ზეიმის პროცესი, პატარძლის ყურება წვეულების მოლოდინში, ნეფის გამოხედვა, მისი ფოტოები წლების შემდეგ განაცდევინებს წყვილს ქორწინების დღის ემოციებს.







-ის მიერ