მის როლებს უფრო ნაკლებად იხსენებენ, ვიდრე სკანდალურ ისტორიებს, რომელშიც ის მუდმივად ხვდება. ტაბლოიდების, რომელთაც მისი სახელით ფული იშოვეს, სია უფრო გრძელია, ვიდრე შესრულებული როლების.
ლინდსეის ეს ნაკლებად აღელვებს-მსახიობი სერიოზულად ოცნებობს ოსკარზე. როლების ნაკლებობას ის არ უჩივის.
შოუ ბიზნესში სამი წლის ასაკიდანაა. სანამ მისი თანატოლები მაგიდის ქვეშ დაძვრებოდნენ, ლინდსეის იღებდნენ Calvin Klein და Abercrombie&Fitch საბავშვო ხაზის რეკლამაში, GAP და Pizza Hut ტელერგოლებში. ლაპარაკის დაწყების შემდეგ ის გადავიდა „საპნის ოპერებში“, 11 წლისამ ითამაშა პირველი როლი დიდ კინოში, ასწრებდა როგორც როლების, ასევე გაკვეთილების სწავლასაც: იყო ფრიადოსანი და დიდ წარმატებას მიაღწია მათემატიკაში. გარდამავალი ასაკი ლოჰანმა გართულების გარეშე გადალახა, ის გადაიღეს მის ყველაზე შემოსავლიან ფილმში „შავი ჭირის პარასკევი“. კრიტიკოსები მას დრიუ ბერიმორს და ჯუდი ფოსტერს ამსგავსებდნენ, ასევე მსახიობ-ვუნდერკინდებს და როგორც ჩანს გათვალეს.
ლოჰანის მომდევნო ფილმი „სცენის ვარსკვლავი“ ჩავარდა. შემდეგ მან აღიდგინა სახელი, მაგრამ ორ კურდღელს გამოეკიდა - ერთდროულად ფილმში „გიჟური რბოლა“ გადაღება და მუსიკალური ალბომის Speak გამოშვება გადაწყვიტა, ლოჰანმა სურდა გამხდარიყო თავისი კერპის მერლინ მონროსავით „უნივერსალური მსახიობი“ - კიდეც ეთამაშა, კიდეც ემღერა.
მისი ბოლო ალბომი უკეთესად მიიღეს, ვიდრე ფილმი. ნახევარ წელიწადში ის პლატინის გახდა. ამის შემდეგ მან ითამაშა პირველი დონის ვარსკვლავების გვერდით ფილმში „ბობი“ შერონ სტოუნთან, „მაგარ ჯორჯიაში“ ჯეინ ფონდასთან, „კომპანიონებში“ მერილ სტრიპთან,,, მაგრამ გოგონა-ლოჰანი უფრო ადრე მომწიფდა, ვიდრე მსახიობი ლოჰანი.
„იმუშავო და იცხოვრო ლოს-ანჟელესში, ნიშნავს იყო მარტო, მე კი არ მინდა მარტო ყოფნა და მარტო ძილი-განაცხადა ლოჰანმა და სრულად გადაეშვა ჰოლივუდის ღამის ცხოვრებაში. თვრებოდა ღამის კლუბებში, ჩნდებოდა შიშველი. სრულწლოვანების მიღწევისას საბავშვო კომედიების ვარსკვლავის ცხოვრება არასაბავშვო ფილმად გადაიქცა. მაგალითი კი ბევრი ჰყავდა ირგვლივ, თუ კოლეგა ვარსკვლავებს არ ჩავთვლით, მშობლები მაინც.
ლოჰანის მამა -უოლ-სტრიტის ფინანსისტ-მილიონერი მუდმივად ციხეში იჯდა, როცა მცირე ხნით თავისუფლებაზე გამოდიოდა, ინტერვიუში აცხადებდა, რომ ლინდსეი სმას დედამ მიაჩვია. პაპარაცებმა გახსნეს ნადირობის სეზონი ლოჰანზე და დღემდე არ დაუხურავთ. მსახიობი იოლი ნადავლი გახლდათ: მოხვდა ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრში და კინაღამ ჩაშალა ახალი ფილმის „მე ვიცი ვინ მომკლა“ გადაღება, უარი თქვა ოსკარ უაილდის პიესის ეკრანიზებაში მონაწილეობაზე სიმბოლური სათაურით „ყურადღების უღირსი ქალი’ .
რამდენიმე წლის წინ ამერიკის ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობად მიჩნეული ლოჰანი ამჟამად რეჟისორების და პროდიუსერების ყურადღების მიღმა დარჩა. მისთვის დაპირებული როლი „ აკრძალულ სიყვარულში“ მისცეს სიენა მილერს. ფილმ’ საცოდავი ქმნილებების“ კასტინგი ლოჰანმა გაიარა, მაგრამ გადაღების დაწყების წინ დააპატიმრეს ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის და კვლავ კლინიკაში მოხვდა. გამოსვლის შემდეგ ფილმმა გაამდიდრა მისი მეტსახელი და არა ფილმოგრაფია.
ლოჰანი თავის მართლებას ცდილობდა, თავის დანებების პირობას იძლეოდა. ლინდსეი, როგორც ხელმოცარული მსახიობი 2008 წელს სამ-სამი ოქროს ჟოლოთი დაჯილდოვდა ფილმისთვის „მე ვიცი ვინ მომკლა“.როცა მან დახმარება შესთავაზა ბარაკ ობამას საარჩევნო შტაბს, უარი მიიღო, „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ლოჰანის წარმომადგენლად არჩევა ახალგაზრდობასთან ურთიერთობაში დადებით შედეგს გამოიღებს-განაცხადეს შტაბში.
ამ ყველაფრის ფონზე დაიწყო ლოჰანის რომანი ბრიტანელი DJ-სთან სამანტა რონსონთან, მათ ერთმანეთი გაიცნეს ღამის კლუბში, ჰქონდათ მიმოწერა ლოჰანის კლინიკაში ყოფნისას, ამის შემდეგ ლოჰანი გამოკეთდა. მაგრამ სკანდალები არ ჩამცხრალა, თუმცა მისი გადაღება ისევ დაიწყეს. გამოვიდა ფილმი მისი მონაწილეობით „ მოჩვენებითი ფეხმძიმე“, რომელიც კრიტიკოსების აზრით საუკეთესო არ იყო, მაგრამ ლოჰანმა მაქსიმუმი გააკეთა არსებული სცენარით.
მალე გამოვა რობერტ როდრიგესის „მაჩეტე“, კომედია „მეორე მხარეს“ და ფილმი ტანგოს მეფის კარლოს გარდელის შესახებ „შემიყვარე“. სამივე ფილმს ღირსეული სცენარი აქვს, ლოჰანმა გადაწყვიტა არ გაიმეოროს წარსული შეცდომები და სრულად დაუთმოს დრო მუშაობას. სექტემბერში ლოჰანი აირჩიეს Emanuel Ungaros კრეატიული დირექტორის მრჩევლად. "მასზე მუდმივად საუბრობენ, გარს ახვევია ფოტოგრაფები, მას შეუძლია ყურადღების მიპყრობა, მისი სტილი მოთხოვნადია, ჩვენთვის ეს მეტად ღირებულია-განაცხადეს Emanuel Ungaros სახლის წარმომადგენლებმა.
მოდის სამყაროში მუშაობის გამოცდილება ლოჰანს უკვე აქვს, მისი ლეგინსები ლეიბლით 6126 (მერლინ მონროს დაბადების თარიღი) გახდა ნამდვილი ბესტსელერი, როგორც SEPHORA-სთან გამოშვებული ავტორუჯი.
„მე არ ვარ სრულყოფილი, ვიცი ადამიანებს აქვთ მიზეზი ილაპარაკონ ჩემზე. მაგრამ მე ვსწავლობ-აღიარებს ლოჰანი- ვოცნებობ „ოსკარზე“, მინდა სერიოზული როლის თამაში დრამაში და მინდა წარსულთან კავშირის გაწყვეტა. ყოველ დილით ვიღვიძებ და ვეუბნები ჩემ თავს, რომ დღეს კარგი დღე მელოდება და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.
მსგავსი საუბარი უკვე მოსმენილი გვაქვს დრიუ ბერიმორისგან, რომელსაც ამსგავსებენ ლოჰანს.
ექს-სკანდალური გოგონა ბერიმორი კი ამჟამად არის „ემის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი, თანაც ორჯერ. ეს მართალია ოსკარი არ არის, მაგრამ სქემა როგორც ჩანს მუშაობს.





-ის მიერ