მოგესალმებით, მაინტერესებს რა პრეპარატია დიანე 35 და რა შემთხვევაში ინიშნება ხოლმე?მე დამინიშნა ექიმმა და ვსვამდი 6 თვე, ახლა უკვე აღარ ვსვამ სამ თვეზე მეტია... გამოსული იქნება უკვე ორგანიზმიდან? სახიპატო ხომ არ არის ამ პრეპარატის ამდენი ხანი მიღება? საერთოდ ვიცი რომ სხვა და სხვა დიაგნოზზე ნიშნავენ ხოლმე და მაინტერესებს ყველაფერი რატომ და რა შემთხვევებშI ინიშNება და რა შედეგის მისაღებად...
მაიკო, 25 წლის
დიანე არის ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები (კონტრაცეპტივი).
ანტიანდროგენული მოქმედებით. იგი რეკომენდებულია ჭარბთმიანი ქალებისთვისროგორც კონტრაცეპტივი და ჭარბთმიანობის სამკურნალო.
გოგონებში და ქალებში ინიშნება დარღვეული მენსტრუალური ციკლის და ჭარბთმიანობის დროს რომელიც საკვერცხეების პოლიკისტოზით არის გამოწვეული.
ასევე შეიძლება დაინიშნოს ენდომეტრიოზის დროსაც.
მენსტრუალური ტკივილების შემცირების და ენდიმეტრიოზის მკურნალობის მიზნით.
ყველა შემთხვევაში, პაციენტი ჯერ უნდა გამოკვლეულ იქნას და დიაგნოზის
დაზუსტების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით და მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიიღოს ეს პრეპარეტი.
მისი მიღება შეიძლება 3-6-9 თვიანი კურსით, როგორც ექიმი ჩათვლის საჭიროდ.
თვითმკურნალობა დაუშვებელია!
თქვენს კითხვებს პასუხობს ბარბარე გორგოშიძე
(ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი)

გამოაგზავნეთ თქვენი შეკითხვები ელ. მისამართზე contact@lady.ge; თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "კითხვა გინეკოლოგს"





-ის მიერ