ჯორჯ კლუნი
ჯორჯ კლუნი

ჯორჯ კლუნი ითვლება ყველაზე გამოუსწორებელ მარტოხელად ჰოლივუდში. მისი მეგობრები და ვარკვლავი-კოლეგები ქორწინდებიან და აჩენენ შვილებს, 48 წლის მსახიობი კი არ ჩქარობს მათი მაგალითის მიბაძვას.

ცოტა ხნის წინ ჯორჯ კლუნმა ურთიერთობა დაიწყო იტალიელ მოდელ ელიზაბეტ კანალისთან, რომელიც მასზე 17 წლით უმცროსია. მას კი მაინც მარტოხელობა მოსწონს, არ მიისწრაფვის ოჯახური ცხოვრებისკენ, „მე არ გამაჩნია სათანადო მოთმინება და თავდადება ოჯახის შექმნისთვის, მე აღფრთოვანებული ვარ ამ თვისებებით სხვებში, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის“-ამბობს მსახიობი-მე ყველაფერს ჩემი სურვილით ვაკეთებ, ვჯდები მეგობრებთან ერთად, დროს ვატარებ იტალიაში, შემდეგ ისევ ვბრუნდები, ვცდილობ სხვა რამეზე არ ვიფიქრო.“

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ჯორჯ კლუნი მოგვითხრობს საკუთარ თავზე, სურვილებსა და გეგმებზე“

-მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მარტოხელა ხართ, როგორ ფიქრობთ 48 წელი დაქორწინებისთვის შესაფერისია?

-ამ კითხვას ხშირად მისვამენ! ბევრი საუკეთესო და ნაკლებად კარგი ურთიერთობა მქონია ქალებთან. ზოგჯერ ურთიერთობისას საშინლად ვგრძნობდი თავს. ვინმესთან ყოფნა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ბედნიერი ხარ და ცხოვრება სიხარულით არის სავსე.

-თქვენი მეგობრები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ექვს შვილს ზრდიან, მათი ყურებისას არ ფიქრობთ ბავშვზე?

-ერთი ბავშვიც კი რომელიც ჩემ სახლში დარბის ძალიან მანერვიულებს, ამიტომ წლის მამის ტიტულის კანდიდატად ვერ გამოვდგები. ბავშვების გარემოცვა რომ დამჭირდება, დავურეკავ ბრედს და ანჯელინას, ვთხოვ მათ ჩემთან დარჩენას, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენო რა ბედნიერი ვარ ბავშვების გარეშე.

-თქვენ და თქვენი მეგობარი გოგონა მეტად ბედნიერად გამოიყურებით. წარსულში უსიამოვნოდ დაშორებულხართ ქალებს?

-მქონდა რამდენიმე მარტივი, რამდენიმე რთული განშორება. ზოგ ქალთან ურთიერთობა ეწყობა, ზოგთან არა. ჩემი რომანები სხვა მამაკაცებისგან განსხვავებული არ არის, უბრალოდ ისინი მეტად ხმაურდება და მეტად გადაჭარბებულია.

-რას ფიქრობთ ასაკის მატებაზე?გეშინიათ სიბერის?

-მე ისედაც ხნიერი ვარ. თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ ასაკის მატებასთან ერთად, ეს სიკვდილზე უკეთესია. მე ვირჩევ სიბერეს. მეტად საინტერესო შესაძლებლობაა ეკრანზე საკუთარი სიბერის დანახვა. არასოდეს ვიყენებდი MAKE-UP-ს ფილმებში, ახლა კი ეს შესამჩნევია.

-როგორ უყურებთ მეთ დეიმონის მეტოქეობას, როგორც ჰოლივუდის პირველი გულთამპყრობელის, რას ფიქრობთ, რომ ის შემოგიერთდებათ თქვენ და ბრედს-ყველაზე სექსუალურ მამაკაცებს?

-მეთ დეიმონს ყველა მონაცემი აქვს ჩემთან და ბრედთან შეჯიბრისთვის. მეთმა ეს ჯილდო ერთხელ მიიღო. მე და ბრედი ორჯერ გავხდით წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცები. ვფიქრობ მეთმა ბევრი უნდა იშრომოს ამ ტიტულის დასაბრუნებლად. მას ძალიან აშფოთებს ჰიუ ჯეკმანის კანდიდატურა, მაგრამ ვაპირებ მის გავარჯიშებას.

- ერთ-ერთ ფილმში „თხებზე მიშტერებული სპეცრაზმი“, მუშაობდით თხასთან ერთად, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

-თხა, რომელიც უნდა მომეკლა აღმოჩნდა დიდებული მსახიობი, რასაც ვეტყოდით, ასრულებდა. გადაღებამ კარგად ჩაიარა, მაგრამ უახლოეს მომავალში ცხოველებთან მუშაობის სურვილი არ მაქვს

-ფილმში არის სცენები, სადაც ცეკვავთ, თავს კარგ მოცეკვავედ მიიჩნევთ?

-ვფიქრობ არც ისე კარგი მოცეკვავე ვარ. ცოტას ვცეკვავ პოპ-ლოკს, როგორც დედაჩემი. ეს უბრალოდ ვარჯიშია. კარგ მოცეკვავედ თვლის ჯეფ ბრიჯესს.

-სურათში ეხებიან პარანორმალურ მოვლენებს, გჯერათ მათი?

-არა, უბრალოდ არ მესმის ამის, არ მჯერა მათი, თავს უცნაური არაფერი გადამხდომია

-მჭიდრო თანამშრომლობა გქონდათ ფილმის რეჟისორთან გრანტ ჰესლოკთან და მწერალ პიტერ სტროხანთან, რამ დაგაინტერესათ ფილმში?

-ჯერ იყო წიგნი, შემდეგ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც თავშესაქცევი გამოვიდა. მხატვრულ ფილმსაც ახასიათებს მსგავსი განწყობა. ამ ფილმის სცენარი ცნობილი იყო, ბევრს სურდა მისი მოპოვება, რაც შეძლო გრანტმა, რადგან საინტერესო იდეები ჰქონდა.

-რამდენად დაუახლოვდით საკუთარ პერსონაჟს? -

რამდენადაც გავიგე სცენარი, მე ვთამაშობ ფილმებში, სადაც 100 %-ით მნიშვნელოვანია გმირთან შესაბამისობა.

-ფილმში გამოყენებული ტექნიკა, პრაქტიკულად თუ გამოგიყენებიათ?

-ფილმში ნაჩვენები ამბები მეტად გიჟურია, მაგრამ რეალური. როცა წიგნს კითხულობ, როცა ფილმს უყურებ და ხედავ ადამიანების კედელში გასვლის მცდელობას, ისინი ნამდვილად ცდილობენ ამის გაკეთებას, რადგან სჯეროდათ რომ შეძლებდნენ.

-ანიმაციურ ფილმში „შეუდერებელი მისტერ ფოქსი“ თქვენ ახმოვანებთ მისტერ ფოქსს? მოგეწონათ?

-მისტერ ფოქსი დიდი ოპტიმისტია და ვფიქრობდი, რომ ეს პერსონაჟი დამაინტერესებდა. სცენარის წაკითხვის შემდეგ უესს ვუთხარი:“ძალიან მომეწონა, დავინტერესდი და ავღელდი, თუმცა არ ვიცი ვინ უყურებს ამ ფილმს, ერთი მხრივ დიდებისთვისაა, მეორე მხრივ ბავშვებისთვის. მან მიპასუხა „ამაზე ნუ იდარდებ, უბრალოდ გავაკეთოთ ფილმი და გავერთოთ. ამგვარად მივხვდი, რომ ფილმის გადაღება შესანიშნავი მეთოდია პერსონაჟთან დაახლოებისთვის.

-თქვენი დამოკიდებულება დიდების და პოპულარობის მიმართ

-კარგად ვიცი რას ნიშნავს პოპულარობა და ჟურნალ-გაზეთების ზეწოლის ქვეშ ყოფნა, რომლებიც ეძებენ სენსაციას. მამაჩემი ჟურნალისტი იყო, ამიტომ ყველაფერი კარგად ვიცი. ბევრი გამოცემა ნაკლებად ინფორმატიულია, გაჩნდება ისტორია და მას 1800 ინტერპრეტაცია მოყვება. დღემდე სასამართლოში მაქვს დავა ზოგიერთ უსინდისო გამომცემლობასთან.

 

 

 

 



12.01.2010


კომენტარები
si si
მაინც სიამოვნებით შევიყვარებდი,რაღაც სხვანაირი მაიმუნია....ლოგინში რა ხდება ნეტა ჩვენს ძვირფას ჯორჯთან?
tako
vgijdebi am kacze magram rad ginda daberebula To you:d

კომენტარის დამატება
ელექტრონული ფოსტა
@lady.ge
რეგისტრაცია