ბრიტანელი დიზაინერი ალექსანდრე მაკკუინი
ბრიტანელი დიზაინერი ალექსანდრე მაკკუინი

როგორც ცნობილია ბრიტანელი დიზაინერი ალექსანდრე მაკკუინი იპოვეს გარდაცვლილი საკუთარ სახლში ლონდონში. მისი მეგობრები და თაყვანისმცემლები შოკში არიან.

უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ერთი მნიშვნელოვანი ელიტური მოვლენა-ფილმის პრემიერა, პრემიის გადაცემა-არ ჩატარებულა ალექსანდრე მაკკუინის დაუვიწყარი კაბების გარეშე. მის სტილს აღმერთებდნენ დიტა ფონ ტიზი, ლედი გაგა, რიჰანა, კემერონ დიასი, ფერჯი, და სხვა ვარსკვლავები.

მაკკუინი დაიბადა 1969 წელს უბრალო ოჯახში, მისი მამა ტაქსის მძღოლი იყო. პირველი კაბა მან სამი წლის ასაკში დახატა. უფრო შეგნებულ ასაკში ლიმ დაიწყო კაბების გაკეთება საკუთარი დებისთვის და მიხვდა, რომ მოდა მისი მოწოდება იყო.

ალექსანდრემ დაიწყო მოდელიერის ოსტატობის შესწავლა, როცა 16 წლის იყო. ერთ მშვენიერ დღეს მან მიატოვა სკოლა და მუშაობა დაიწყო სევილ-როუზე, ლონდონის უმაღლესი სამკერვალო ოსტატობის ბასტიონში, სადაც განლაგებული იყო მამაკაცთა მდიდრული ატელიეები. აქ ის ქმნიდა კოსტიუმებს არისტოკრატებისთვის და ცნობილი პოლიტიკოსებისთვის. შემდეგ ის გაემგზავრა მილანში რომეო ჯილისთან სამუშაოდ, სადაც პირველი ხელისგან მიიღო ცოდნა თანამედროვე მოდის საფუძვლებზე და მარკეტინგზე.

ლონდონის დიზაინის და მოდელირების პრესტიჟულ სკოლაში St. Martin's განათლების მიღების შემდეგ მაკკუინმა თავი ნამდვილ მოდელიერად იგრძნო. მისი იმდროინდელი ქმნილება გახლდათ შარვლები-„უკანალი“, რომელსაც იმდენად დაბალი წელი ჰქონდა, რომ ჩანდა ღარი ბარძაყებს შორის. და ტოპი, რომელზეც სისხლის და ჭუჭყის ლაქა იყო. პირველ ჩვენებებს, რომელსაც ის ატარებდა გარკვეულწილად პოლიტიკური სახე ჰქონდა. ის ახვევდა მანეკენებს ცელოფანში, „ალამაზებდა“ მათ ჟაკეტებს ავტომობილის ბორბლების კვალით ან უშვებდა შავკანიან მოდელს პოდიუმზე ხელბორკილებით.

ერთ-ერთ სეზონში მან ამოავლო კაბები ჭუჭყში და მათ მიაკრო მკვდარი კალია. რითაც გამოხატა უბედურების მიზეზი, რამაც გამოიწვია  მოუსავლიანობა აფრიკაში. 28 წლის ასაკში მან დაამუშავა მოდელები ორი ხაზისთვის : საკუთარი და ფრანგული მოდის სახლის Givenchy-სთვის. როცა მან მუშაობა დაიწყო მთავარ მხატვარ-მოდელიერად ამ სახლში, ბევრმა ამაში დაინახა საზოგადოების გამოწვევა. „ხარი ბუტიკში-ასე წერდა ერთ-ერთი გაზეთის სათაური. 

საპასუხოდ დიზაინერმა განაცხადა, რომ „მე არ მითხოვია ამ სამუშაოს მოცემა, მათ თავად მიპოვეს. რაც ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ ის, რასაც ვაკეთებ. მე მაღელვებს მხოლოდ ჩემი უფროსის  (ბერნარ არნო), და კლიენტების აზრი.  ყველაფერი რაც მათ შორისაა, ეშმაკსაც წაუღია. მე მაცოფებს, როცა ყველგან ჩემ სამოსს ვხედავ. არ მინდა მიყოლებით ყველას შემოსვა, იმიტომ რომ ყველაფერი არ მომწონს.“

ალექსანრე მაკკუინის ბოლო კოლექციის ჩვენება შედგება პარიზის მოდის კვირეულზე 9 მარტს

 



18.02.2010


კომენტარები არ არის

კომენტარის დამატება
ელექტრონული ფოსტა
@lady.ge
რეგისტრაცია